მე შემიძლია თქვენს ეთერში კიდევ ერთხელ გავიმეორო, აღარავის აღარ მივცემ, ნაციონალური მოძრაობის სახელი ტალახში რომ აგორაოს, იმის შესაძლებლობას. [...] თავს ვიკავებდით ამ რვა თვის განმავლობაში კონკრეტული ასეთი მძიმე ნაბიჯების გადადგმისგან, თუმცა საჭირო იქნება და უახლოეს პერიოდში იქნება ეს ასე. ყოველ მიზეზგარეშე გიდასტურებთ, რომ ეს ხალხი ვერ გააგრძელებს, ეს კონკრეტული ადამიანი განსაკუთრებით და აუცილებლად უხლოეს პერიოდში საზოგადოებას ექნება ინფორმაცია, რომ ეს ადამიანები ისედაც არ წარმოადგენენ ნაციონალურ მოძრაობას, მაგრამ უკვე ოფიციალურადაც რომ აღარ იქნებიან ამ ოჯახის წევრები, ამას აუცილებლად ძალიან მალე დავუდასტურებ ამომრჩეველს მას შემდეგ, რაც ფართო კონსენსუსი იქნება და არსებობს უკვე ასეთი კონსენსუსი პარტიაში
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ხაბეიშვილი ენმ-ში დაპირისპირებაზე: მალე ოფიციალურადაც აღარ იქნებიან ჩვენი წევრები
tbl.ge/6lmx
დაკოპირდა

თქვა TV ფორმულას ეთერში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარტიაში შიდა დაპირისპირებაზე.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობაენმლევან ხაბეიშვილინიკა მელიამიხეილ სააკაშვილიმელიახაბეიშვილიენმ-ს თავმჯდომარე
ამავე თემაზე
- ოპოზიციურ გაერთიანებაში სააკაშვილი ითამაშებს უმთავრეს როლს - ცისკარიშვილი მელიას
- ენმ: წულუკიანის ღალატის კომისიის დასკვნას რუსეთი გამოიყენებს
- ხაბეიშვილი ზურაბიშვილზე: უნდა ვუთხრათ სალომეს, რომ ცოტა აზრზე მოვიდეს
- ხაბეიშვილი: ზურაბიშვილი არც აქტუალურია ჩემთვის, არც საინტერესო – აღარ არის პრეზიდენტი
- მელია: პარტიაში, როგორც შპს-ში, მენეჯერების დანიშვნა და მერე გადანიშვნა რუსული ყაიდაა




