გვარებითაც მინდოდა მელაპარაკა, მაგრამ თავს შევიკავებ, რადგან დარბაზში არ არიან. უბრალოდ, ყველაფერს აქვს საზღვარი. შეუძლებელია, რადგან არჩევნებია მოახლოებული, რომ ამ იაფფასიანი პოპულიზმით ვინმეს თავი მოაწონოთ. ახლა ოპოზიციიდან ვისმენ, რომ თურმე მანქანები რაში გჭირდებათო და დათვლა დაიწყეს, გავყიდოთ და ველოსიპედით იარეთო. ამას ამბობდა ის ადამიანი, რომელიც წინა მოწვევაში სწორედ იმ მანქანით დადიოდა, რომელიც ახლა სხვას ემსახურება. მაშინ რაღაც არ ჰქონდა ეს მიდგომა, არც ეს პრეტენზია, არც ეს ველოსიპედები გახსენებია მაშინ, მაგრამ ახლა გაახსენდა იმიტომ, რომ ხვალ არჩევნებია. ეს იაფფასიანი პოპულიზმია. მე მოვუწოდებ ოპოზიციას, ძალიან ბევრს გემსახურებათ მანქანა, რაც არის რეგლამენტით დაწესებული - ჩამობრძანდით და ველოსიპედებით იარეთ. მე ვთხოვ პარლამენტის აპარატს, შევუძინოთ. მშვენიერი არის, გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა, მაგალითი მოგვეცით, იარეთ ველოსიპედით, აბა, ვისაც მანქანები გემსახურებათ.
საქართველოს პარლამენტი
ზარქუა ოპოზიციას: მაგალითი მოგვეცით, იარეთ ველოსიპედით, ვისაც მანქანები გემსახურებათ
tbl.ge/6lmi
დაკოპირდა

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე.
ამავე თემაზე
- საპარლამენტო დელეგაცია პაპ ლეო XIV-ს და კარდინალ პიეტრო პაროლინის შეხვდა - პრესსამსახური
- კობახიძის მოსმენაზე, 26 ნოემბერს, პარლამენტში ვიზიტორებს და ონლაინმედიას არ შეუშვებენ
- კობახიძის მოხსენების გამო, 27 ივნისს პარლამენტში ვიზიტორებს და ონლაინმედიას არ შეუშვებენ
- სხდომაზე პაპუაშვილი მოხსენებით წარსდგება, ონლაინ მედიას პარლამენტში ისევ არ შეუშვებენ
- პაპუაშვილი, მახაშვილი და სამხარაძე უნგრეთში ვიზიტით გაემგზავრნენ




