რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ქართული სახელმწიფო ვერ მოქმედებს, არ არის უშუალო მხარე – მდინარაძე ქართველ ტყვეებზე

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანმა, მამუკა მდინარაძემ რუსეთის მიერ აყვანილ ქართველ ტყვეებზე საუბრისას თქვა, რომ ქართული მხარე კონსტიტუციის შესაბამისად, ყველაფერს გააკეთებს მოქალაქეების უფლებების დასაცავად წითელი ჯვრისა და შვეიცარიის საელჩოს ფორმატში, თუმცა "სამხედრო ტყვესთან დაკავშირებით მოქმედებს, ამ შემთხვევაში, უკრაინა". 

"პრეცედენტი აქამდე, როგორც მახსოვს, ჩვენ არ გვქონია ამგვარი და რთულ მდგომარეობაშია ამ დროს სახელმწიფო თავის პოზიციასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს უნდა გავყოთ ორად. ერთი, როგორც სამხედრო ტყვესთან დაკავშირებით, ქართული სახელმწიფო ვერ მოქმედებს, იმიტომ, რომ ის არ არის მხარე უშუალოდ ჩართული ამაში და არც უნდა იყოს და არც იქნება, შესაბამისად, სამხედრო ტყვეზე სახელმწიფო ვერ რეაგირებს. სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ, თავის დროზე მაგალითად ჯონსონი, მაგალითად ბაიდენი, იარაღით ეხმარებოდნენ და წარმოიდგინეთ, კატეგორიულად მოუწოდებდნენ თავის მოქალაქეებს, რომ არ ჩართულიყვნენ ომში, ეს იყო ამის მიზეზი.

მაგრამ, მეორე მხრივ, არსებობს სხვა ფორმატები, მაგალითად წითელი ჯვარი, შვეიცარიული ფორმატი, ერთადერთი მედიატორი ოკუპანტ მხარესთან ჩვენ გყავს შვეიცარიის საელჩო და ეს ორი ძირითადი ფორმატი არსებობს საიმისოდ, რომ ამ ფორმატებში საქართველომ იზრუნოს თავის მოქალაქეზე. ამ შემთხვევაში ეს სტატუსები იყოფა ერთადერთი რამის გამო, რომ სამხედრო ტყვესთან დაკავშირებით ახორციელებს გარკვეულ მოქმედებებს უკრაინა, ის არის ომის მხარე, და ის მოქმედებს ამასთან დაკავშირებით, როგორც მოქალაქეზე, საქართველოს შეუძლია იზრუნოს ამ ფარგლებში და ამ ფორმატში, წითელი ჯვარი, შვეიცარიის საელჩო, როგორც მოქალაქესთან დაკავშირებით თუკი რამე შესაძლებლობა იქნება, ბუნებრივია, ამ შესაძლებლობას გამოიყენებს ბოლომდე ქართული სახელმწიფო თავის მოქალაქესთან მიმართებაში. [...]

საქართველო [თავის] მოქალაქესთან დაკავშირებული კონსტიტუციური ეგიდით ყველაფერს გააკეთებს, სამხედრო ტყვესთან დაკავშირებით მოქმედებს, ამ შემთხვევაში, უკრაინა" - თქვა მამუკა მდინარაძემ. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ტაბულას დაუდასტურეს ინფორმაცია უკრაინაში მებრძოლი საქართველოს მოქალაქეების გიორგი გოგოლაძისა და გიორგი ჩუბითიძის რუსეთის მხრიდან ტყვედ აყვანის შესახებ. 

როგორც რუსეთის თავდაცვის უწყება ირწმუნება, ორივე ტყვე საქართველოს მოქალაქეა -  უკრაინის მე-2 ინტერნაციონალური ლეგიონის სნაიპერი, გიორგი გოგლიძე და ამავე ლეგიონის მებრძოლი, გიორგი ჩუბითიძე.

კომენტარები