საქართველო-რუსეთი

ქართული მხარე გამოიყენებს საერთაშორისო მექანიზმებს ტყვეების უფლებების დასაცავად - საგარეო

რუსეთის მიერ გავრცელებული ტყვეების ფოტოები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ტაბულას დაუდასტურეს ინფორმაცია უკრაინაში მებრძოლი საქართველოს მოქალაქეების გიორგი გოგოლაძისა და გიორგი ჩუბითიძის რუსეთის მხრიდან ტყვედ აყვანის შესახებ. 

"ღია წყაროებზე დაყრდნობით ინფორმირებული ვართ საქართველოს ორი მოქალაქის გ.გ. და გ.შ. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ სამხედრო მოქმედებებისას ტყვედ აყვანის შესახებ.

ქართული მხარე გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საერთაშორისო მექანიზმს, მათ შორის წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციას და შვეიცარიის კონფედერაციას, როგორც საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის მედიატორს, საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დასაცავად". - ამბობენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ინფორმაცია ორი ქართველის ტყვედ აყვანის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 14 ნოემბერს გაავრცელა

როგორც რუსეთის თავდაცვის უწყება ირწმუნება, ორივე ტყვე საქართველოს მოქალაქეა -  უკრაინის მე-2 ინტერნაციონალური ლეგიონის სნაიპერი, გიორგი გოგლიძე და ამავე ლეგიონის მებრძოლი, გიორგი ჩუბითიძე.

კომენტარები