ქალბატონ სალომესთან დაკავშირებით არ მინდა, პოლემიკაში შევიდე, ადამიანთან, რომელიც კონსტიტუციას პირველი უნდა იცავდეს და სამწუხაროდ, მას არღვევს. საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ შეინარჩუნოს და უფრო საინტერესო გახადოს ჩინეთთან ურთიერთობები. ჩვენ ვუფრთხილდებით ამგვარ ურთიერთობებს. დიდი რესურსი არის ამ მიმართულებით და ყველაფერი უნდა გამოვიყენოთ, რომ ეს პარტნიორობა მეტად გაღრმავდეს.
tbl.ge/6ljt
დაკოპირდა

ამბობს თბილისის მერი კახა კალაძე პრეზიდენტის LCI-სთვის მიცემულ ინტერვიუზე. კერძოდ, კითხვაზე, "გულში იმედოვნებთ, რომ პუტინი და სი ძინ პინი ოდესმე გასამართლდებიან?", სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა - "ჩემი შინაგანი რწმენით ვფიქრობ, რომ ეს იქნებოდა ისტორიული შედეგი, რაც გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა. თუ მეკითხებით, ვფიქრობ, რომ ეს რეალისტურია? არა".
ამავე თემაზე
- დიდი სურვილი გვაქვს განათლების სფეროში ჩინეთთან თანამშრომლობის – პაპუაშვილი
- ხელი მოვაწერე ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლებულ ვერსიას - ქვრივიშვილი
- 15 ივლისიდან შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება - ეკონომიკის სამინისტრო
- ორმა ჩინურმა კომპანიამ საქართველოს ნავთობის სექტორით დაინტერესება გამოხატა – სამინისტრო
- მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა




