საქართველო-ევროკავშირი

სენატორი რიში: საქართველოს მთავრობამ აქტიურად უნდა შეასრულოს ევროკავშირის პირობები

იმედისმომცემია, რომ ევროკავშირის შეფასებით, უკრაინამაც და მოლდოვამაც რეფორმებსა და ანტიკორუფციულ საქმიანობაში საკმარის პროგრესს მიაღწიეს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მე ვაფასებ იმ რთულ გადაწყვეტილებებსა და ნაბიჯებს, რომლებიც მათ ევროკავშირის წევრობის გზაზე გადადგეს და მოხარული ვარ, რომ ევროპული არჩევანი გააკეთეს. მართალია, უკრაინასაც და მოლდოვასაც ნამდვილად კიდევ ბევრი სამუშაო აქვთ, სანამ ევროკავშირში სრულად გაწევრიანებისთვის მზად იქნებიან, მაგრამ მათ მიერ უფრო რთული ნაბიჯების გადადგმის პარალელურად, მხარდაჭერას გავაგრძელებ.

კომისიის რეკომენდაცია, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, როდესაც ის კონკრეტულ პირობებს დააკმაყოფილებს, კარგი კომპრომისია. ქართველმა ხალხმა საკუთარი ევროპული მისწრაფებები ძალიან ნათლად გამოხატა. სამწუხაროდ, დღევანდელმა ხელისუფლებამ საკუთარი მოსახლეობის სურვილები არ დააკმაყოფილა. თუ საქართველოს ნამდვილად სურს ევროკავშირის წევრობის გზაზე ნაბიჯის გადადგმა, მთავრობამ აქტიურად უნდა შეასრულოს ევროკავშირის მიერ წარდგენილი პირობები, მათ შორის შემდეგ წელს გადამოწმებადად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩაატაროს, პატივი სცეს სამოქალაქო საზოგადოებას და დაიწყოს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გარკვეულ პოზიციებთან დაახლოება – კონკრეტულად რუსეთზე დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით. როდესაც საქართველო ბრიუსელის მიერ დადგენილ პირობებს დააკმაყოფილებს, მე გამიხარდება მათი პოზიტიური ნაბიჯები ევროკავშირის წევრობის გზაზე.

წერია აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრის, ჯიმ რიშის განცხადებაში.

8 ნოემბერს ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო მოლაპარაკებების ეტაპზე გადავიდნენ. ამასთან, ევროკომისიამ გარკვეული დათქმებით საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციაც გასცა.

კომენტარები