ოკუპირებული ტერიტორიები

აფხაზეთის ე.წ. შსს არ ადასტურებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე "დივერსიული ჯგუფის" შესვლას

© Sputnik / Томас Тхайцук

აფხაზეთის ე.წ. შსს-ს თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე "დივერსანტთა ჯგუფის" შეღწევის შესახებ ინფორმაცია არ დადასტურებულა. ამის შესახებ "სამინისტრომ" რუსულ Sputnik-ს განუცხადა.

მანამდე მარიონეტული რეჟიმის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრმა, რობერტ კიუტმა თქვა, რომ აფხაზეთის გულრიფშის რაიონში მარიონეტული რეჟიმის ე.წ. უსაფრთხოების ძალები შეიარაღებულ პირებს ეძებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით თავდაპირველად ტელეგრამ-არხი Соловьев LIVE აფხაზეთის ტერიტორიაზე "საქართველოდან დივერსიული ჯგუფის შემოსვლაზე" წერდა, რომლის მიზანიც "სოხუმის აეროპორტის წინააღმდეგ ტერაქტის განხორციელებაა".

ტაბულა ინფორმაციის გადამოწმებას ქართულ მხარესთან ცდილობს.

კომენტარები