კანდიდატის სტატუსი

პრეზიდენტი: გავაგრძელებ სტატუსის ლობირებას, მივდივარ პარიზში, ფორუმს პრემიერიც დაესწრება

რაც შემეხება მე, პირადად, რასაც ვაკეთებდი აქამდე, იმას გავაკეთებ და გავაგრძელებ საქართველოს კანდიდატის სტატუსის ლობირებას. ხვალ მივემგზავრები პარიზში, სადაც ტარდება მშვიდობის ფორუმი და სადაც პანელში უნდა მივიღო მონაწილეობა შარლ მიშელთან ერთად, რომელიც განიხილავს კრიზისებს და კონფლიქტებს.

დავესწრები ამ ფორუმს, როგორც იყო დაგეგმილი და იმის გათვალისწინებით თუნდაც, რომ როგორც ახლა დაიგეგმა, პრემიერიც დაესწრება. ამ მხრივ, ნებსით თუ უნებლიეთ, გამოგვივა ორივეს, დეპოლარიზაციის მაგალითის მიცემა. 

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკომისიის რეკომენდაციაზე, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

კომენტარები