ფონიჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 19 წლის გოგო დაიღუპა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სატრანსპორტო საშუალების მძღოლი დაკავებულია. გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.