მკვლელობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე

დარჩიაშვილი: საოკუპაციო ძალებს მოვუწოდებ, საქართველოს მოქალაქე დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ

მინდა, ღრმა მწუხარება გამოვხატო რუსული საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო დაკავების დროს მოკლული საქართველოს მოქალაქის ოჯახის მიმართ. საოკუპაციო ძალებს მოვუწოდებ, დაუყონებლივ გაათავისუფლონ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, რომელიც უკანონოდ დააკავეს და შეასრულონ ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

წერს X-ზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი. 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსულმა საოკუპაციო ძალებმა საქართველოს 1 მოქალაქე მოკლეს, 1 კი დააკავეს.

კომენტარები