მკვლელობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე

ვაშაძე კირბალზე: ოკუპანტებთან დათმობას მხოლოდ წახალისების ეფექტი აქვს

ვგმობთ სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით საქართველოს მოქალაქის ვერაგულ მკვლელობას. გპირდებით, ყველა დამნაშავე აუცილებლად პასუხს აგებს და დაისჯება.

ჯალათური ფაქტი მიუთითებს, რომ ოკუპანტებთან დათმობას მხოლოდ წახალისების ეფექტი აქვს და ეს ბარბაროსობა, ოკუპაცია მაშინ დასრულდება, როცა ქვეყანა ევროკავშირისა და NATO-ს წევრი გახდება და არა მტერთან კოლაბორაციითა და ღალატით, რა გზაც ხელისუფლებამ აირჩია.

წერს Facebook-ზე სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე. 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსულმა საოკუპაციო ძალებმა საქართველოს 1 მოქალაქე მოკლეს, 1 კი დააკავეს.

კომენტარები