მკვლელობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე

კალაძე კირბალზე: ორი რეგიონის ოკუპაცია უმძიმესი მემკვიდრეობაა, რაც ენმ-მ დაგვიტოვა

უმძიმესია ის დანაშაული, რაც კირბალთან, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხდა. საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე შეიწირა ბოროტებამ, რასაც რუსული ოკუპაცია ჰქვია.

მთელი გულით ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და სრულიად საქართველოს ამ ტრაგედიას. დაწყებულია აქტიური მუშაობა უკანონოდ დაკავებული საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის გასათავისუფლებლად.

საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაცია არის უმძიმესი მემკვიდრეობა, რაც წინა ხელისუფლებამ დაგვიტოვა და რომელმაც ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა.

ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, საერთაშორისო თანამეგობრობას მოვუწოდებთ, დანაშაულზე სათანადო რეაგირება მოახდინონ. საქართველო ყველა ბერკეტს გამოიყენებს, რათა დამნაშავემ პასუხი აგოს.

წერს Facebook-ზე ქართული ოცნების გენერალური მდივანი და თბილისის მერი, კახა კალაძე. 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსულმა საოკუპაციო ძალებმა საქართველოს 1 მოქალაქე მოკლეს, 1 კი დააკავეს.

კომენტარები