პატიმრების გაქცევა

პროკურორი: საკანში დარჩა ერთი მსჯავრდებული, რომელიც არ და ვერ გაიქცა

სპეციალურ ავტომანქანაში არის პატიმრების მოსათავსებელი ორი საკანი, ორივე საკნის წინ არის ადგილი, სადაც უნდა განთავსდნენ ბადრაგის თანამშრომლები. ორივე საკანი იკეტება ცალ-ცალკე. ეს გაქცეული მსჯავრდებულები იყვნენ ერთ-ერთ საკანში. ამ სივრცეში იყო მეორე საკანიც, სადაც დარჩა ერთი მსჯავრდებული, რომელიც არ და ვერ გაიქცა...

ამბობს პროკურორი, ლაშა ამირანაშვილი "ავერსის" კლინიკიდან გაქცეული პატიმრების საქმესთან დაკავშირებით.

3 პატიმარი სამედიცინო დაწესებულებიდან 1-ელ ნოემბერს გაიქცა. სამივე გაქცეული 2 ნოემბერს დააკავეს. 4 ნოემბერს საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, პატიმრობა შეეფარდა საბადრაგო ჯგუფის უფროსსაც. მოგვიანებით იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ავერსის კლინიკიდან მსჯავრდადებულთა გაქცევის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავა.

კომენტარები