ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

მელია სააკაშვილზე: ის არის ორმაგ ტყვეობაში

[სააკაშვილი] არის ტყვე, მაგრამ მე მითქვამს, რომ, ჩემი შეფასებით, ის არის ორმაგ ტყვეობაში, ბევრი თვალსაზრისით. მე მასთან დებატებში რა უფლება მაქვს შევიდე, ალბათ გვისმენს ახლა...

ჩემთვის სიმართლე არის ერთი. სააკაშვილი არ შეიძლება შეცდომაში იყოს შეყვანილი? მით უმეტეს დატყვევებული ადამიანი... მე არ მივეკუთვნები იმ ადამიანთა კატეგორიას, რომელიც დამსახურებულ ადამიანს, ქვეყნის წინაშეც ძალიან დიდი დამსახურების მქონე ადამიანს, ამ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს, ყველაფერში დაეთანხმებოდა. მიხეილ სააკაშვილი თუ გარკვეულ მოსაზრებებს საჯაროს ხდის, აუცილებელია მე დავეთანხმო ამ მოსაზრებებს?

უპასუხა ნიკა მელიამ TV პირველის ეთერში ჟურნალისტის კითხვას, დაუჭირა თუ არა მხარი თავისი განცხადებით მიხეილ სააკაშვილმა კეზერაშვილ-მერაბიშვილს.

ყოფილმა პრეზიდენტმა თქვა, რომ ახლა ენმ-ს შიგნიდან რყევა არ სჭირდება და ვისაც პარტიის ლანძღვა სურს, ის უნდა დატოვოს.

კომენტარები