თათრეთის ლიდერმა რუსტამ მინიხანოვმა 25-წლიან პროექტს მოაწერა ხელი, რომელიც მიზნად იუპიტერის თანამგზავრების კოლონიზაციას ისახავს. მინიხანოვის გარდა დოკუმენტს ხელს აწერენ ვითიბი ბანკის მაღალჩინოსანი ანდრეი კოსტინი და ფინანსთა მინისტრის მოადგილე ირინა ოკლადნიკოვა.
მზის სისტემის ათვისების პროექტში 500 ტრილიონი რუბლი დაიხარჯება. იუპიტერის კოლონიზაციის გარდა დასახულ მიზნებს შორის არის ადამიანის კლონირების ტექნოლოგიის განვითარება, ასევე სიცოცხლის 700 წლამდე გახანგრძლივება და კოსმოსური ჰოსტელების შექმნა.
პროექტი თათრეთში 2006 წლიდან არსებული თავისუფალი ეკონომიკური ზონის, Алабуга-ს ტერიტორიაზე ამუშავდება. ამავე ტერიტორიაზეა დაფუძნებული დრონების მწარმოებელი ქარხანა, რომელშიც სტუდენტები მუშაობენ.
წარსულში Алабуга-ში არაერთი წარუმატებელი ან შუა გზაში მიტოვებული პროექტი დაიგეგმა.