მივიღეთ გადაწყვეტილება და ყოფილი პოლიციელები, ჯარისკაცები, პრესსამსახურები ანუ ძალოვანი სამსახურის თანამშრომლები მიიღებენ გაზრდილ პენსიას. იცით, რომ ჩაკეტილი იყო დღემდე, 560 ლარი იყო მაქსიმალური ზღვარი პენსიის და გაიზრდება 1000 ლარამდე. ასევე საშუალოდ, 20%-ით გაიზრდება თითოეულ ნამსახურებ წელზე გათვლილი თანხის მოცულობა და გვინდა, მადლიერება გამოვხატოთ ჩვენი ძალოვანი უწყებების მიმართ. ეს იქნება ღირსეული პენსია, რომელიც გვინდა, კიდევ ეტაპობრივად, ყოველ წელს გავზარდოთ, იმის მიხედვით, რა შემოსავლებიც გვექნება.
tbl.ge/6l0x
დაკოპირდა

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე 2024 წლის ბიუჯეტზე ისაუბრა. მისი თქმით, საარჩევნო წელს ყოფილი ძალოვნების პენსიაც გაიზრდება.
ამავე თემაზე
- ხუჭუა: ჩემი განხილული საარჩევნო დავა სსკ-ით გათვალისწინებული დანაშაულების ნიშნებს შეიცავს
- მარნეულში, საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრისთვის 2 პირს 1-1 წლით პატიმრობა მიესაჯა
- კობერიძე: ამ არჩევნებზე ოპოზიცია არ იყო მზად
- ცესკო: სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობას აგრძელებს
- ECHR-მ არჩევნებზე ფარულობის დარღვევის შესახებ ჩვენი საჩივარი დაარეგისტრირა – საია




