რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის გენშტაბი და მე-3 მოიერიშე ბრიგადა ანდრეევკის გათავისუფლებას ადასტურებენ

მე-3 მოიერიშე ბრიგადის სამხედრო ბახმუტის მიმართულებით რუსულ პოზიციებს უხსნის ცეცხლს.
ალექს ბაბენკო/AP

უკრაინის გენშტაბის ცნობით, მათმა შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქში სოფელი ანდრეევკა შტურმით აიღეს, ხოლო კლიშჩეევკის მიმართულებით დაწინაურდნენ.

დასახლების გათავისუფლებას საკუთარ ტელეგრამ-არხზე ადასტურებს მე-3 ცალკეული მოიერიშე ბრიგადაც, რომელიც ამ მიმართულებით იბრძოდა. 

აქამდე, 14 სექტემბერს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა გაავრცელა ცნობა ანდრეევკას გათავისუფლების შესახებ, თუმცა ეს ინფორმაცია მე-3 ცალკეული მოიერიშე ბრიგადის სარდლობამ უარყო. მათ ცნობას სიცრუე და ნაადრევი უწოდეს და აღნიშნეს, რომ მძიმე ბრძოლები გრძელდებოდა.

ამის შემდეგ მალიარმა საკუთარი ცნობა კომუნიკაციის დროს დაშვებული შეცდომებით ახსნა.

კომენტარები