საფრანგეთი

საფრანგეთის შს მინისტრის თქმით, რუსეთის რადიკალიზებულ 39 მოქალაქეს ქვეყნიდან გააძევებენ

 BFMTV

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟერალდ დარმანინმა ფრანგულ ტელევიზიაში BFMTV-ში სტუმორბისას თქვა, რომ რადიკალიზაციის საფრთხის გამო რუსეთის 39 მოქალაქეს ქვეყნიდან გააძევებენ. მისი თქმით, რადიკალიზაციის ბრალდებით ამჟამად ადმინისტრაციული სამართლით რუსეთის 60 მოქალაქეა დაკავებული. აქედან 39 ადამიანს რუსულ მხარესთან შეთანხმებით მალევე დეპორტით გააძევებენ. 

დარმანინის თქმით, მათ რადიკალიზაციაში ბრალდებული პირების სია შეადგინეს და რუსეთის წარმომადგენლობას გადასცეს. ორ მხარეს შორის შეთანხმება შედგა, რის შედეგადაც 39 ადამიანს რუსეთში გააძევებენ. დანარჩენ რადიკალიზებულ პირებზე საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ისინი სხვადასხვა დანაშაულის გამო უკვე სასჯელაღსრულების დეპარტამენტში იმყოფებიან. 

საფრანგეთში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების რადიკალიზაცია საფრანგეთში საფრთხედ იქცა მას შემდეგ, რაც არასში ჩეჩნური წარმოშობის ახალგაზრდამ მასწავლებელი დანით მოკლა. ისრაელში ჰამასის თავდასხმის შემდეგ ევროპაში ისლამისტური ტერორიზმის საფრთხე გამწვავდა. 

კომენტარები