ყაზახეთი

ყაზახეთის მაღაროში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 21 ადამიანი ემსხვერპლა, 23 დაკარგულად ითვლება

ყაზახეთის მაღაროში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, 21 ადამიანი ემსხვერპლა.

მაღაროს მფლობელი კომპანია ArceloMittal-ის ადგილობრივი ერთეულის ArcelorMittal Temirtau-ის ინფორმაციით, შემთხვევის დროს მაღაროში მომუშავე 252 ადამიანიდან 23 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

თოყაევმა კოსტენკოს მაღაროში ცეცხლის გაჩენამდე რამდენიმე საათის წინ მაღაროს მფლობელ კომპანიასთან "საინვესტიციო თანამშრომლობის" შეჩერების განკარგულება გასცა. გადაწყვეტილების მიზანი მაღაროს ნაციონალიზაცია იყო.

მთავრობის თქმით, ქვეყნის უდიდეს ფოლადის მწარმოებელ კომპანიასთან გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული საბოლოო მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.

მაღაროში გაჩენილი ხანძარი ყაზახეთში ArcelorMittal-ის მიერ ოპერირებად ადგილებზე ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მომხდარი მეორე უბედური შემთხვევაა. აგვისტოში ყარაგანდას მაღაროში ხანძრის შედეგად ოთხი მაღაროელი დაიღუპა.

ArcelorMittal Temirtau ყაზახეთში ქვანახშირისა და მადნის 15 მაღაროს ფლობს.

კომენტარები