ჩინეთი

ჩინეთში პოლიციამ კატის ხორცით უკანონო ვაჭრობის ფაქტის აღკვეთით 1000 კატა გადაარჩინა

კატები, რომელთა ხორცი ღორისა და ცხვრის საკვების შემცვლელად უნდა გამოყენებულიყო. 
BBC

ჩინეთში პოლიციამ კატის ხორცით უკანონო ვაჭრობის შემთხვევის დადგენის შემდეგ, 1000-ზე მეტი კატა დაკვლას გადაარჩინა.

ცხოველთა დაცვის აქტივისტების ინფორმაციით, პოლიციამ დააკავა სატვირთო მანქანა, რომელსაც კატები ჩინეთის აღმოსავლეთით, ქალაქ ჟანჯიაგანგში მიჰყავდა. ბიბისი გამოცემა The Paper-ზე დაყრდნობით წერს, რომ ამ დროისათვის კატები თავშესაფარში არიან გადაყვანილები, თუმცა უცნობია ისინი ქუჩაში ცხოვრობენ, თუ პატრონები ჰყავთ. 

ამასთან, მომხდარის აღმოჩენის შემდეგ გაირკვა, რომ ცხოველების ხორცი ღორისა და ცხვრის საკვების შემცვლელად უნდა გამოყენებულიყო. 

The Paper-ის ცნობით, აქტივისტებმა კატები ჟანჯიაგანგის სასაფლაოზე, ხის ყუთებში შეამჩნიეს. ისინი ცხოველებს 6 დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ, ხოლო მას შემდეგ რაც, 12 ოქტომბერს, კატები სატვირთო მანქანაში გადასვეს, აქტივისტებმა მათ მანქანა გააჩერებინეს და პოლიცია გამოიძახეს.

The Paper-ზე გამოქვეყნებულ სიუჟეტს ჩინეთის სოციალური მედია Weibo-ზე ფართომასშტაბიანი გამოხმაურება მოჰყვა.

"აღარ შევჭამ გარეთ შემწვარ ხორცს". - წერს სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი. 

2023 წლის ივნისში, ჯიანგსის პროვინციაში მდებარე კოლეჯში სტუდენტის მიერ საკვებში ვირთხის თავის პოვნას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თავდაპირველად, კოლეჯის ხელმძღვანელობა ამტკიცებდა, რომ ეს იხვის ხორცი იყო, თუმცა მათ შემდეგ აღიარეს, რომ სტუდენტის სიმართლეს ამბობდა. 

კომენტარები