რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბერდიანსკში ФСБ-ს 4 თანამშრომელი მანქანაში ავაფეთქეთ – უკრაინა

politeka.net

უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, 23 ოქტომბერს დროებით ოკუპირებულ ბერდიანსკში რუსეთის ФСБ-ს ოთხი თანამშრომელი მანქანაში ააფეთქეს. 

მათივე ცნობით, უკრაინის წინააღმდეგობის მოძრაობის წარმომადგენლებმა ოპერაცია მიჩურინის ქუჩაზე, სასტუმრო Jasmin Guest-House-თან ჩაატარეს, რომელსაც ФСБ-ს თანამშრომლები სამალავად იყენებდნენ.

უკრაინის სადაზვერვო სამმართველო არ აკონკრეტებს, ოპერაციის შედეგად მოკვდა თუ არა ყველა თანამშრომელი, მაგრამ აღნიშნავს, რომ "ლიკვიდირებულთა შორის არის რუსი სამხედრო დამნაშავე, რომელიც უკრაინის ადგილობრივ მოქალაქეებს სასტიკად აწამებდა".

არსებული ინფორმაციით, ავტომობილის აფეთქების შემდეგ რუსებმა ზაპოროჟიეს ოლქის ოკუპირებულ ტერიტორიებზე კომენდანტის საათის  21:00-დან 05:00 საათამდე გადაწევის განკარგულება გასცეს.

აქამდე, РБК-ს გავრცელებული ინფორმაციით, 23 ოქტომბერს რუსი სამხედრო ოკუპირებულ ბერდიანსკში  მანქანის ქვეშ ხელნაკეთი მოწყობილობის აფეთქების შედეგად მოკვდა.

გარდა ამისა, 2022 წლის სექტემბერში ააფეთქეს მანქანა, რომელიც ბერდიანსკის ე.წ. მეთაურს არტემ ბარდინს ეკუთვნოდა. ამასთან, RIA Novosti-ის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარში კრემლთან დაახლოებული კიდევ ერთი პირის მანქანა ააფეთქეს.

კომენტარები