თავდასხმა მეინის შტატში

მეინის შტატში სროლის შედეგად, სულ მცირე, 16 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა

 Androscoggin County Sheriff's Office

მეინის შტატში, ქალაქ ლევისტონში 40 წლის მამაკაცმა ცეცხლი გაუხსნა რესტორანში და ბოულინგის დარბაზში მყოფ ადამიანებს, რის შედეგადაც დაიღუპა, სულ მცირე, 16 ადამიანი, ათობით ადამიანი კი დაშავდა. მეინის შემთხვევა აშშ-ში ბოლო ოთხ წელში მომხდარი ყველაზე მასშტაბური თავდასხმაა. 

მეინის შტატის ასობით პოლიციელი ამჟამად დამნაშავეს მთელი შტატის მასშტაბით ეძებს. პოლიციამ მალევე გაავრცელა თავდამსხმელის ფოტო, რომელიც სროლის მომენტში სათვალთვალო კამერამ გადაიღო. სამართალდამცავი უწყებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი 40 წლის რობერტ ქარდია. 

როგორც ცნობილია, რობერტ ქარდი ცეცხლსასროლი იარაღის გაწვრთნილი ინსტრუქტორია და აშშ-ს არმიის რეზერვში მუშაობს. შემთხვევამდე ორი კვირით ადრე რობერტ ქარდი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გამო კლინიკაში იმყოფებოდა. 

პოლიციის ცნობით, რობერტ ქარდს ბოლო პერიოდში ხმები ესმოდა და საწვრთნელ ბაზებზე ცეცხლის გახსნითაც იმუქრებოდა. 

გაქცევის შემდეგ თავდამსხმელმა ცეცხლი გახსნა მეინის შტატში სხვა ლოკაციებზეც, მათ შორის ერთ-ერთ ბარში და Walmart-ის მაღაზიაში. პოლიცია ხალხს მოუწოდებს თავდამსხმელის დაკავებამდე სახლში დარჩნენ და ფრთხილად იყვნენ. 

კომენტარები