საქართველო-ევროკავშირი

პრემიერი: სტატუსის მიღება იქნება ჩვენი ხელისუფლების დამსახურება ქართველ ხალხთან ერთად

ძალიან უსუსურად გამოიყურება მთელი ოპოზიცია, ისინი ამბობენ, თუ მიიღებს სტატუსს ქვეყანა... როგორც ჩანს, მათ იციან, რომ მართლაც პოზიტიური დინამიკაა და რაღაც ხდება, პოზიტიური მოლოდინები არსებობს. ამიტომ, წინასწარ თავს იზღვევენ და ასეთი უსუსური გამართლება აქვთ, რომ ხალხმა უნდა მიიღოს.

უკაცრავად და ხალხის არჩეული მთავრობა ვართ ჩვენ, ხალხის დაკვეთას ვასრულებთ ჩვენ, მთავრობა, ხალხის დაკვეთა იყო, როდესაც ხელი მოვაწერეთ ასოცირების ხელშეკრულება, მივიღეთ უვიზო რეჟიმი, ხელი მოვაწერეთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას და ევროპული პერსპექტივა მივიღეთ, რომელზეც ვერ იოცნებებდა ვერც ოპოზიცია და ვერც ვერავინ ქვეყანაში. ეს ყველაფერი გააკეთა ქართულმა ოცნებამ და ჩვენმა ხელისუფლებამ.

სტატუსს როცა მიიღებს ქვეყანა, რა თქმა უნდა, ეს იქნება ჩვენი ხელისუფლების დამსახურება ქართველ ხალხთან ერთად, ვინაიდან ჩვენ ვმოქმედებთ ქართველი ხალხის სახელით და ქართველი ხალხისთვის

უთხრა ჟურნალისტებს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციის განცხადებების შესახებ, რომ კანდიდატის სტატუსი ევროპამ ქართველ ხალხს უნდა მიანიჭოს.

კომენტარები