სამხრეთ კორეა

სეულში შარშანდელი ჰელოუინის ტრაგედიის შემდეგ ხალხის მასის მართვის წინასწარ გეგმას ადგენენ

REUTERS/Kim Soo-hyeon

სეულში 2022 წლის ჰელოუინის ტრაგედიის შემდეგ ხალხის დიდი მასის სამართავად წინასწარ გეგმებს ადგენენ. სეული ისევ ჰელოუინის აღნიშვნისთვის ემზადება, თუმცა მასობრივი ჭყლეტვის თავიდან აცცილებისთვის სეულის პოლიცია სპეციალურად ემზადება.

იმ ქუჩებზე, სადაც ჰელოუინის დღესასწაულის მასშტაბური აღნიშვნაა დაგეგმილი სეულის პოლიცია 1000-მდე სპეციალურ კამერას დაამონტაჟებს, რომელიც დააფიქსირებს ხალხის მასის სიმჭიდროვის გაზრდის ყოველ სახიფათო შემთხვევას. 

2022 წლის 29 ოქტომბერს ჰელოუინის აღსანიშნავად სეულის ცენტრში ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა. მალევე, თვითმხილველთა თქმით, შეკრებილებისთვის მოძრაობა შეუძლებელი გახდა, სუნთქვა კი გართულდა. საბოლოოდ, ამ დღეს 154 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

კომენტარები