რუსული ნავთობკომპანია ლუკოილის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ვლადიმირ ნეკრასოვი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას კომპანიის პრესსამსახური ავრცელებს.
ექიმების წინასწარი დასკვნით, მისი სიკვდილის მიზეზი გულის მწვავე უკმარისობა გახდა.
კომპანიის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ნეკრასოვი თითქმის 50 წელი მუშაობდა ნავთობისა და გაზის მრეწველობაში. ნეკრასოვი ასევე იკავებდა ლუკოილის პირველი ვიცეპრეზიდენტისა და კომპანიის პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობებს.
ნეკრასოვამდე ლუკოილის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და პირველი აღმასრულებელი ვიცეპრეზიდენტი, რავილ მაგანოვი იყო. იგი გასული წლის 1-ელ სექტემბერს ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს მეექვსე სართულიდან გადავარდნის შედეგად დაიღუპა.





