ლუკოილის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი და პირველი აღმასრულებელი ვიცეპრეზიდენტი, რავილ მაგანოვი ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს მეექვსე სართულიდან გადავარდნის შედეგად გარდაიცვალა. ინციდენტი მოსკოვის დროით, დაახლოებით, 07:00 საათზე მოხდა.
რავილ მაგანოვმა ლუკოილში 1993 წელს ნავთობის მოპოვების საკითხებში ვიცეპრეზიდენტად დაიწყო მუშაობა. 2006 წელს ის პირველ აღმასრულებელ ვიცეპრეზიდენტად დაინიშნა, 2020 წელს კი დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე გახდა.





