არჩევნები 2024

ვაშაძე: ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის, ჩვენს წინსვლას ვერავინ ვერ გააჩერებს

რამდენიმე ადამიანს უნდა, რომ არაფრისგან შექმნას აჟიოტაჟი. პირდაპირ გეტყვით, რომ ეს არ გამოუვათ.

სტრატეგია აღმაშენებელს და ნაციონალურ მოძრაობას გვაქვს ძალიან მყარი თანამშრომლობა, ახლო მომავალში ნახავთ იმ ადამიანებს, რომლებიც გამარჯვების პლატფორმას უერთდებიან ანუ გავფართოვდებით და კიდევ მეტ ადამიანს ნახავთ.

ყველაფერი გეგმაზომიერად მიდის, მე მიყვარს სისტემური მუშაობა, მე მიყვარს თანმიმდევრული მუშაობა, მახასიათებს ეს თანაგუნდელებთან ერთად.

ლევან ხაბეიშვილთან ძალიან კარგი საქმიანი ურთიერთობა გვაქვს. მინდა გავუცრუო იმედი ყველა მის მაკრიტიკებელს, ლევან ხაბეიშვილი არის ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე და იქნება ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე. მიხეილ სააკაშვილი არის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი ნაციონალურ მოძრაობაში ყველა ქმედების.

რა თქმა უნდა, მასთან შეთანხმებით ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, როგორ გავიმარჯვოთ ქართველ ხალხთან ერთად შემდგომ არჩევნებში, ამას მოვიყვანთ სისრულეში. ხომ იცით, "ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“, რა. რაც არ უნდა იყეფოს ძალიან ბევრმა ადამიანმა, ჩვენს წინსვლას ვერავინ ვერ გააჩერებს. ამის გარანტიას გაძლევთ.

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე პალუტრანიუსის ეთერში ჩართვისას. მას წამყვანმა ჰკითხა, "როგორ უნდა ენდოს ამომრჩეველი იმ პარტიას, რომელიც თავად ვერ დალაგებულა შიდა საქმეებში და სადაც ამბობენ, რომ ენმ-ში ლევან ხაბეიშვილი გიორგი ვაშაძემ ჩაანაცვლა".

კომენტარები