ხანძარი ვაზისუბანში

ვაზისუბანში მომხდარი აფეთქებისას დაშავებული ერთ-ერთი პირი კლინიკაში გარდაიცვალა

ვაზისუბანში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 3 პირიდან ერთ-ერთი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

როგორც ტაბულას ხეჩინაშვილის კლინიკაში უთხრეს, პაციენტი მათთან სიცოცხლესთან შეუსაბამო დაზიანებებით მიიყვანეს, რის გამოც მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

ვაზისუბანში მდებარე კორპუსში ხანძარი დღეს, 23 ოქტომბერს გაჩნდა. პირველადი ინფორმაციით, ხანძარი დაგროვებული ბუნებრივი აირის აფეთქებამ გამოიწვია.

შემთხვევის შედეგად დაშავებული 3 პირი სასწრაფო სამაშველო სამსახურმა სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა.

კომენტარები