ვაზისუბნის პირველ მიკრორაიონში, კორპუსში ხანძარი გაჩნდა - ამის შესახებ ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
მათივე ცნობით, მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები და ჯერჯერობით, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ არის.
საზოგადოებრივი მაუწყებელი მცხოვრებლებზე დაყრდნობით წერს, რომ სავარაუდოდ, ხანძარი ბუნებრივი აირის მიერ გამოწველ აფეთქებას მოჰყვა.