ხანძარი ვაზისუბანში

ვაზისუბნის კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

ვაზისუბნის პირველ მიკრორაიონში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად 3 პირია დაშავებული. როგორც ტაბულას სასწრაფო სამაშველო სამსახურში უთხრეს, დაშავებულები სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

ვაზისუბნის პირველ მიკრორაიონში, კორპუსში ხანძარი დღეს, 23 ოქტომბერს გაჩნდა.

საზოგადოებრივი მაუწყებელი მაცხოვრებლებზე დაყრდნობით წერდა, რომ, სავარაუდოდ, ხანძარი ბუნებრივი აირის მიერ გამოწვეულ აფეთქებას მოჰყვა.

კომენტარები