ხანძარი ვაზუსუბანში

მერია: ვაზისუბანში მომხდარი აფეთქებით დაზარალებული ოჯახები გამგეობამ სასტუმროში გადაიყვანა

თბილისის მერიის ინფორმაციით, ისნის გამგეობამ ვაზისუბნის პირველ მიკრორაიონში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები დროებით სასტუმროში გადაიყვანა.

მერიის თქმით, ამ დროისთვის დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფილია ყველა ოჯახი, რომელმაც დაბინავებაზე თანხმობა განაცხადა.

ამასთან, აფეთქების შემდეგ კორპუსის მდგომარეობასა და მდგრადობას თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია შეისწავლის, რის საფუძველზეც მერია შესაბამის ღონისძიებებს მიიღებს.

ვაზისუბანში მდებარე კორპუსში ხანძარი დღეს, 23 ოქტომბერს გაჩნდა. პირველადი ინფორმაციით, ხანძარი დაგროვებული ბუნებრივი აირის აფეთქებამ გამოიწვია.

შემთხვევის შედეგად 3 პირია დაშავებული. როგორც ტაბულას სასწრაფო სამაშველო სამსახურში უთხრეს, დაშავებულები სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

კომენტარები