არჩევნები შვეიცარიაში

შვეიცარიის არჩევნების საბოლოო შედეგებით სახალხო პარტიამ 29% აიღო, სოციალისტებმა - 17%

შვეიცარიის ფედერალური არჩევნები
Jean-Christophe Bott / Associated Press

22 ოქტომბერს შვეიცარიაში ფედერალური ასამბლეის, ე.ი. შვეიცარიის საპარლამენტო, არჩევნები ჩატარდა. საბოლოო შედეგების მიხედვით, შვეიცარიის სახალხო პარტიამ (SVP) ხმების 29% პროცენტი აიღო. მეორე ადგილზე გავიდა სოციალ-დემოკრატების პარტია, რომელმაც ხმების 17% მოიპოვა. მწვანეთა პარტიამ კი წინა არჩევნებთან შედარებით ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა, ოთხი პროცენტი დაკარგა და 9.2% აიღო.

200-ადგილიან ფედერალურ ასამბლეაში სახალხო პარტია 62, სოციალ-დემოკრატები 41, ცენტრისტული პარტია 29, რადიკალ-ლიბერალების პარტია 28, ხოლო მწვანეთა პარტია 23 ადგილით იქნება წარმოდგენილი. დარჩენილ 17 ადგილს ხუთი პარტია გადაინაწილებს.

ფედერალური არჩევნების შედეგების მიხედვით, მემარჯვენე სახალხო პარტიამ პარლამენტში ვითარება გაიუმჯობესა, რაც შვეიცარიაში მიგრაციასთან დაკავშირებულ პრობლემებზე გაზრდილი ინტერესით არის განპირობებული.

არჩევნებზე მთავარი საკითხები მიგრაცია, კლიმატის ცვლილებები და ჯანდაცვაში მზარდი ხარჯები იყო.

კომენტარები