ლარის კურსი

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა – 20 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.02 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 0.95 თეთრით გაუფასურდა. 20 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6958 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.8540 ლარი. 

მას შემდეგ, რაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა, ეროვნულმა ბანკმა კურსის სტაბილურობისთვის ჯამში 149 650 000 აშშ დოლარი გაყიდა.

კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.74 ლარია, ხოლო ევროსი - 2.91 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.70 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.86 ლარად.

კომენტარები