პუტინის რუსეთი

პუტინმა ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ევროპული კონვენციიდან რუსეთის გასვლას ხელი მოაწერა

ვლადიმირ პუტინი სტუმრად კალმიკიაში
Kalmykiatour

ვლადიმერ პუტინმა ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ევროპული კონვენციიდან რუსეთის გასვლას ხელი მოაწერა. დოკუმენტი ფედერალური სამართლის საიტზე გამოქვეყნდა.

კანონპროექტზე მუშაობა რუსეთის დუმამ ვლადიმირ პუტინის ინიციატივით სექტემბრის ბოლოს დაიწყო. 10 ოქტომბერს კანონი მესამე მოსმენით მიიღეს. კონვენციაზე რუსეთმა ხელი 1995 წელს მოაწერა, ხოლო 1998 წელს რატიფიცირება გაუკეთა.

კანონპროექტის განმარტებით წერილში აღნიშნულია, რომ ევროპის კავშირმა "რუსეთს კონსულტაციურ კომიტეტში მონაწილეობისა და გადაწყვეტილებების მიღების უფლება ჩამოართვა".

კონვენციის ხელმომწერ ქვეყნების მოვალეობაში შედის ებრძოლოს ეროვნული უმცირესობების დისკრიმინაციას, ასიმილაციის პოლიტიკას. ასევე სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს კულტურისა და ყოფის შენარჩუნებას. 

2022 წლის მარტში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა რუსეთი ორგანიზაციიდან გარიცხა. რუსეთმა შეწყვიტა საერთაშორისო ორგანიზაციის შეთანხმებების, მათ შორის ადამიანის უფლებათა კონვენციის შესრულება.

კომენტარები