ეროვნული ბანკი

არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების ვადიანობა 4 წლამდე იზრდება – სებ-ი

საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების ვადიანობა 3-დან 4 წლამდე იზრდება

"საკრედიტო აქტივობის დინამიკისა და გაცხადებული პოლიტიკის შესაბამისად, სებ–ი არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების მაქსიმალურ ვადიანობას 4 წლამდე ზრდის. იმის გათვალისწინებით, რომ არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების 2022 წელს დაფიქსირებული მაღალი ზრდის მაჩვენებელი შემცირებულია, ხოლო აქტივობა მდგრად დონეზე ნარჩუნდება, მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან ამ ტიპის სესხების მაქსიმალური ვადის ლიმიტი 3 წლიდან კვლავ 4 წლამდე გაიზრდება" – ნათქვამია სებ–ის განცხადებაში. 

გასულ წელს საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, სამომხმარებლო სესხების ვადა 4 წლიდან 3 წლამდე შემცირდა. შესაბამისი გადაწყვეტილება ძალაში 2022 წლის 15 აგვისტოს შევიდა

კომენტარები