თვითდაზიანება

ქუთაისში ჟურნალისტმა თვითდაზიანებები მიიყენა

ქუთაისში ჟურნალისტმა, სერგო (ბუბა) ჩივაძემ სუს-ის შენობის წინ ბასრი საგნით თვითდაზიანებები მიიყენა. 

"მივიღე გადაწყვეტილება...... ნუ შეგეშინდებათ მეგობრებო და ჩემო გადარჩენილო ხალხო. ჩემი პროფესიული საქმიანობა დაუცველია ამ ქვეყანაში. .............. ერთ მაინც გავაკეთებ გადავარჩენ ათეულობით იმ ადამინებს რომლებიც ჩემნაირად შანტაჟის და ბულინგის მსხვერპლია.

ყველანი მიყვარხართ". - დაწერა მან სოციალურ ქსელში.

თვითდაზიანებების მიყენების პარალელურად ჟურნალისტმა Facebook ლაივში აღნიშნა, რომ სუს-ი მასზე, მის მეგობრებსა და ოჯახზე "სისტემატიურად, კვირების განმავლობაში ახორციელებს ზეწოლას, შანტაჟს და ბულინგს". 

ტაბულა დეტალების გარკვევის მიზნით შსს-ს დაუკავშირდა, დამატებით ინფორმაციას გაგებისთანავე შემოგთავაზებთ.

კომენტარები