17 ოქტომბერს ჰამასმა ალ-აჰლის საავადმყოფოში მომხდარი აფეთქების შესახებ ცნობები გაავრცელა. “პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს” თქმით, ინციდენტის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა. ჰამასის ტერორისტული დაჯგუფება მომხდარში ისრაელს ადანაშაულებს.
ისრაელის თავდაცვის ძალებში ამბობენ, რომ ღაზის საავადმყოფოში აფეთქება, რომელსაც ჰამასის ცნობით, 500-მდე ადამიანი ემსხვერპლა, ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური ჯიჰადის მიერ გაშვებული გაუმართავი რაკეტის ჩამოვარდნა მოჰყვა.
განახლება: ისრაელის თავდაცვის ძალები: ღაზის საავადმყოფოს ისლამური ჯიჰადის გაუმართავი რაკეტა დაეცა





