ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ისრაელში საფრანგეთის, სულ მცირე, 21 მოქალაქე დაიღუპა, 11-ს ეძებენ

კიბუცი კფარ აზა ისრაელში, ღაზის სექტორის საზღვართან ახლოს, 2023 წლის 15 ოქტომბერი
Chaim Goldberg/Flash90

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელში ჰამასის თავდასხმის შედეგად საფრანგეთის 21 მოქალაქის დაღუპვა დადასტურდა, კიდევ 11-ს ეძებენ.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ტირანაში ოფიციალური ვიზიტისას პრესკონფერენციაზე თქვა, რომ მისი მთავრობა "ყველაფერს აკეთებს" ღაზაში მყოფი ფრანგი და სხვა ეროვნების მძევლების გასათავისუფლებლად.

"ეს მძიმე მომენტი ისრაელის ხალხისთვის, პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, მთლიანი რეგიონისთვის აჩვენებს, რომ იქ პოლიტიკურია და მშვიდობიანი პროცესის გარეშე ვერ გადაწყდება". - აღნიშნა მაკრონმა.

ალბანეთში ყოფნისას მაკრონმა ისიც თქვა, რომ ახლო აღმოსავლეთში შესაძლოა უახლოეს დღეებში ან უახლოეს კვირებში ჩავიდეს.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები