კანდიდატის სტატუსი

პრემიერი სტატუსზე: ბოლოში გავედით, იმედიანად ვართ, ნოემბერში იქნება რეკომენდაცია

ჩვენ საკმაოდ დიდი პროგრესი გვაქვს, უნდა ითქვას, რომ მოლოდინები არის საკმაოდ პოზიტიური, არ მინდა იმაზე ვთქვა, ვიდრე ამ ეტაპზეა მიზანშეწონილი.

მე მექნება შეხვედრები ბრიუსელში, მივდივარ ბრიუსელში ძალიან მალე და ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ კომისიასთან, აქტიურ კომუნიკაციაში ვართ შესაბამის სტრუქტურებთან, ბოლო დაზუსტებები მიმდინარეობს ახლა და 8 ნოემბერს, ნოემბრის დასაწყისში, ასე მინდა ვთქვა, ნოემბერში იქნება კომისიის რეკომენდაცია და ვფიქრობ, რომ საქართველომ გააკეთა მაქსიმუმი, ჩვენმა ხელისუფლებამ. 

მიუხედავად არაერთი მცდელობისა, დესტრუქციისა და საბოტაჟისა ოპოზიციის და სხვა შიდა თუ გარე მტრების მონდომებისა, რომ ეს პროცესი რამენაირად შეფერხებულიყო, ჩვენ შეიძლება ითქვას, რომ გავედით ბოლოში. ამ ბოლოში გასვლას ველოდებით იმედიანად, ვინაიდან, კიდევ ვიმეორებ, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხელისუფლების დამსახურებით, ჩვენი ხალხის მობილიზებით და მათი ნების გამოხატულებით იმსახურებს კანდიდატის სტატუსს.

რა თქმა უნდა, მიუღებელი იქნებოდა სხვა გადაწყვეტილება ისე, როგორც შარშან იყო აბსოლუტურად მიუღებელი, გაუმართლებელი და უფრო მეტიც, იყო უხეში შეცდომა დაშვებული ევროპის მხრიდან, მაგრამ აღარ მინდა წარსულზე გავაკეთო კომენტარები, უნდა ვიფიქროთ მომავალზე.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კანდიდატის სტატუსზე.

კომენტარები