პუტინის რუსეთი

ალექსეი ნავალნის სამი ადვოკატის დაკავების შემდეგ, მეოთხემ რუსეთი დატოვა

ალექსანდრ ფედულოვი
RBC

კოლეგების დაკავების ფონზე რუსეთი დატოვა ალექსეი ნავალნის მეოთხე ადვოკატმა ალექსანდრ ფედულოვმა. ამის შესახებ თავად ფედულოვმა სოციალურ ქსელში დაწერა. 

16 ოქტომბერს ფედულოვი უნდა გამოცხადებულიყო სხდომაზე, სადაც ნავალნისა და გამოსასწორებელ კოლონია N6-ს შორის მორიგი სასამართლო გარჩევა უნდა გამართულიყო. საბოლოოდ სხდომა გადაიტანეს.

13 ოქტომბერს მოსკოვში ალექსეი ნავალნის სამი ადვოკატი – ვადიმ კობზევი, ალექსეი ლიპცერი და იგორ სერგუნინი პოლიციამ დააკავა.

სამივე ადვოკატს "ექსტრემისტულ გაერთიანების" წევრობა ედება ბრალად. დაკავებულთა სახლებში სამართალდამცავებმა ჩხრეკა ჩაატარეს.

იმავე დღეს მოსკოვის სასამართლომ კობზევს, ლიპცერსა და სერგუნინს 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

გამოცემა Новая Газета-ს ცნობით ჩხრეკის ორდერი იყო გაცემული ნავალნის კიდევ ერთ ადვოკატზე ოლგა მიხაილოვაზე, რომელიც ამჟამად რუსეთში არ ცხოვრობს.

კომენტარები