პუტინის რუსეთი

რუსეთში ალექსეი ნავალნის სამი ადვოკატი დააკავეს

ნავალნის ადვოკატები: ალექსეი ლიპცერი, ვადიმ კობზევი და იგორ სერგუნინი
Befunky

13 ოქტომბერს მოსკოვში ალექსეი ნავალნის სამი ადვოკატი – ვადიმ კობზევი, ალექსეი ლიპცერი და იგორ სერგუნინი პოლიციამ დააკავა.

სამივე ადვოკატს "ექსტრემისტულ გაერთიანების" წევრობა ედება ბრალად. დაკავებულთა სახლებში სამართალდამცავებმა ჩხრეკა ჩაატარეს.

ადვოკატების დაკავებას გამოეხმაურა თავად ნავალნიც, რომელმაც ამბავი ჟურნალისტებისგან შეიტყო.

"ამ წუთებში მივიღე ინფორმაცია ჩემი ადვოკატების დაკავების შესახებ. ამბავი ძალიან კარგად ახასიათებს არამხოლოდ ჩემს სასამართლო პროცესს, არამედ მთლიანად კანონის მდგომარეობას რუსეთში. როგორც საბჭოთა პერიოდში, ხელისუფლება არამხოლოდ პოლიტიკურ აქტივისტებს, არამედ მათ ადვოკატებსაც დევნის". – თქვა ნავალნიმ.

იმავე დღეს მოსკოვის სასამართლომ კობზევს, ლიპცერსა და სერგუნინს 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

კომენტარები