სროლა ბრიუსელში

ბრიუსელში პოლიციამ დაჭრა და დააკავა ტერორისტი, რომელმაც, სავარაუდოდ, ორ ადამიანს ესროლა

BBC News

ადგილობრივი მედიის ცნობით, პოლიციამ სავარაუდო ეჭვმიტანილი შაერბიკის სამეზობლოს კაფეში დაჭრა. 

პროკურატურა მომხდარს ადასტურებს, თუმცა ჯერ უცნობია იყო თუ არა მოკლული ადამიანი ის პირი, რომელმაც 16 ოქტომბერს ავტომატური თოფის გამოყენებით ბრიუსელში ორი ადამიანი მოკლა. 


16 ოქტომბერს, ბრიუსელში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ბელგიური მედიის ცნობით, დაღუპულები, სავარაუდოდ, შვედეთის მოქალაქეები არიან, კერძოდ კი, იმ საფეხბურთო ნაკრების მხარდამჭერები, რომელიც 16 ოქტომბრის საღამოს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ბელგიას დაუპირისპირდა. 

პროკურატურის პრესსპიკერის განმარტებით, გამოძიება დაწყებულია და მოტივზე დაუყოვნებლივ კომენტარის გაკეთება არ შეუძლია.

კომენტარები