სროლა ბრიუსელში

ბრიუსელში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

KAGHAT / AFP

16 ოქტომბერს, ბრიუსელში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ეჭვმიტანილი კი გაიქცა. ბელგიური მედიის ცნობით, დაღუპულები, სავარაუდოდ, შვედეთის მოქალაქეები არიან, კერძოდ კი, იმ საფეხბურთო ნაკრების მხარდამჭერები, რომელიც 16 ოქტომბრის საღამოს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ბელგიას დაუპირისპირდა. 

მედიაში გავრცელებული ვიდეოს მიხედვით თავდასხმელი, რომელიც სკუტერს მართავდა, ავტომატური თოფის გამოყენების შემდეგ გაიქცა. პროკურატურის პრესსპიკერის განმარტებით, გამოძიება დაწყებულია და მოტივზე დაუყოვნებლივ კომენტარის გაკეთება არ შეუძლია.

კომენტარები