სროლა ბრიუსელში

ბელგიის პრემიერი: ტერორიზმს ერთად უნდა ვებრძოლოთ

ბელგიის პრემიერმინისტრი, ალექსანდრ დე კროუ
REUTERS/Johanna Geron

16 ოქტომბერს, ბრიუსელში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ბელგიის პრემიერმინისტრმა დაადასტურა, რომ დაღუპულები შვედები იყვნენ. ბრიუსელმა ტერორისტული საფრთხე უმაღლეს დონეზე გაზარდა.

"მე ახლახან გამოვთქვი ჩემი გულწრფელი სამძიმარი შვედეთის პრემიერმინისტრთან ბრიუსელში შვედეთის მოქალაქეებზე შემზარავი თავდასხმის გამო.

ჩვენი ფიქრები იმ ოჯახებთან და მეგობრებთანაა, რომლებმაც დაკარგეს საყვარელი ადამიანები.

როგორც ახლო პარტნიორები, ტერორიზმს ერთად უნდა ვებრძოლოთ". - წერს ბელგიის პრემიერმინისტრი, ალექსანდ დე კროუ X-ის (ყოფილი Twitter) ანგარიშზე.

თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა და ამ დრომდე მიმალვაშია. გამოძიება სროლას ტერორიზმად განიხილავს.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს არაბულად მოლაპარაკე კაცი, რომელიც ამბობს, რომ თავდასხმა ღვთის სახელით განახორციელა. ვიდეოში მამაკაცი ამატებს, რომ სამი ადამიანი მოკლა. ფედერალურმა პროკურატურამ დაადასტურა, რომ ნახა ვიდეო, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ადასტურებს, რომ მასში თავდამსხმელია აღბეჭდილი.

კომენტარები