რუსეთი-ჩინეთი

პუტინი პეკინს ორდღიანი ვიზიტით ესტუმრა, სი ძინფინგს შეხვდება

ვლადიმირ პუტინი ჩინეთში, 2023 წლის 17 ოქტომბერი
Parker Song / POOL / AFP

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ჩინეთის დედაქალაქში ორდღიანი ვიზიტით ჩავიდა. ის მონაწილეობას მიიღებს ფორუმში - ერთი გზა, ერთი სარტყელი და ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინფინგს შეხვდება.

როგორც რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია წერს, პუტინი ღია ფორუმზე გამოვა და სი ძინფინგთან შეხვედრის გარდა გამართავს რამდენიმე ორმხრივ საუბარს. ამავე ცნობით, სავარაუდოდ, ფორუმის პირველ დღეს რუსეთის პრეზიდენტი ვიეტნამის პრეზიდენტს, ვო ვან თჰიონგს შეხვდება, შემდეგ კი გაიმართება შეხვედრა ტაილანდის პრემიერმინისტრთან.

ამ დიალოგების შემდეგ ჩატარდება სისა და პუტინის ოფიციალური შეხვედრის ცერემონია. რუსეთის პრეზიდენტი შეხვდება მონღოლეთისა და ლაოსის ლიდერებსაც. რუსული დელეგაცია ფორუმზე მოწვეულია მთავარი სტუმრის სტატუსით.

პუტინი და სი ერთმანეთს 18 ოქტომბერსაც შეხვდებიან, ისაუბრებენ ორმხრივ ურთიერთობებსა და "უფრო სამართლიანი მრავალპოლუსიანი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებაზე".

კომენტარები