TV იმედი

"რომელიმე პარტიისთვის მუშაობა არ მინდა" – TV იმედი ჟურნალისტმა დატოვა

ტელეკომპანია იმედი ჟურნალისტმა, ქეთი ფარცხალაძემ დატოვა. მიზეზად ფარცხალაძე იმას ასახელებს, რომ ჟურნალისტის რანგში რომელიმე პარტიისთვის მუშაობა არ სურს.

"საარჩევნო წელი დაიწყო, პოლიტიკა კიდევ უფრო გააქტიურდა. მითხრეს, რომ მუშაობა პოლიტიკურ თემებზეც მომიწევდა. ჟურნალისტიკიდან რომელიმე პარტიისთვის მუშაობა არ მინდა, ამ გუნდის მხარდამჭერიც რომ ვიყო, როგორც მოქალაქე. ახალს არაფერს ვამბობ, არხს სარედაქციო პოლიტიკა გაცხადებული აქვს. სახლში მივდივარ. მივდივარ ხელმძღვანელების მიმართ მადლიერებით - შესაძლებლობებისთვის, მხარდაჭერისთვის, ამ დრომდე შენარჩუნებისთვის. გულისწყვეტითაც მივდივარ. გზა გამოჩნდება.

P.S. წარმატებას თუ მისურვებთ, გთხოვთ, სხვა შინაარსის კომენტარებისგან თავი შეიკავოთ". - წერს ჟურნალისტი Facebook-ზე.

ქეთი ფარცხალაძე TV იმედში 2013 წლიდან მუშაობდა.

კომენტარები