დარია ნავალნაია

ნავალნის შვილი: მამაჩემისგან განსხვავებით, პუტინი ლაჩარია

დარია ნავალნაია
Reuters

რუსი ოპოზიციონერის შვილმა, დარია ნავალნაიამ TED კონფერენციაზე ვლადიმირ პუტინს ლაჩარი უწოდა.

თავის გამოსვლაში ნავალნაიამ აღნიშნა, რომ 15 ოქტომბერს მამამისის დაპატიმრებიდან 1000 დღე გადის. მან მოყვა, როგორ დარჩა მარტო უმცროს ძმასთან ერთად, როდესაც ალექსეი ნავალნი ნოვიჩოკით მოწამლეს, ხოლო დარიას დედა იულია ნავალნაია ომსკში მოწამლული ქმრის საავადმყოფოდან დასახსნელად გაემგზაცრა. 

"მამაჩემი წარმოუდგენლად მამაცი და თავდადებული ადამიანია. მხოლოდ შემიძლია ვიოცნებო, რომ ოდესმე მისნაირი გავხდე. ის არ გარბის და იმალება. მამაჩემისგან განსხვავებით, პუტინი ლაჩარია. ლაჩარია, რომელიც ვერ ემალება შედეგებს იმისა, რაც ძმაბიჭებთან ერთად ჩემს ქვეყანას და მსოფლიო დემოკრატიას დამართა". – ამბობს ნავალნაია კონფერენციაზე.

პუტინის კრიტიკოსი და ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 2021 წელს გერმანიიდან რუსეთში დაბრუნებისთანავე დააკავეს და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გერმანიაში ნავალნი ნერვული აგენტით მოწამლის გამო მკურნალობდა, რაშიც ის კრემლს ადანაშაულებდა.

მიმდინარე წლის აგვისტოში ნავალნის მოსკოვის საქალაქო სასამართლომ მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გამართულ გასვლით სხდომაზე, ე.წ. ექსტრემიზმის საქმეზე დამატებით 19 წელი მიუსაჯა.

2023 წლის 13 ოქტომბერს 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს ალექსეი ნავალნის ადვოკატებს.

კომენტარები