საფრანგეთი

საფრანგეთი ტერორიზმის საფრთხის გამო გადაუდებელ მზადყოფნას აცხადებს

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, შინაგან საქმეთა და განათლების მინისტრებთან ერთად
Marin Ludovic/ABACA/Shutterstock

საფრანგეთის პრემიერმინისტრის, ელისაბედ ბორნის თქმით, ტერორიზმის საფრთხის გამო ქვეყანა გადაუდებელ მზადყოფნაში შეზღუდული დროით, რისკის დონის დაზუსტებამდე იქნება.

ბორნის განცხადება გუშინ, 13 ოქტომბერს ჩრდილოეთ საფრანგეთში, არასის ერთ-ერთ სასკოლო დაწესებულებაში მომხდარ თავდასხმას უკავშირდება. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, დანით შეიარაღებული პირმა მოკლა ერთი ადამიანი, ხოლო სამი დაჭრა. ამავე ინფორმაციით, იგი თავდასხმის დროს "დიდება ალაჰს!" ყვიროდა. 

აღნიშნული შემთხვევის შემდეგ საფრანგეთის მთავრობამ თქვა, რომ უსაფრთხოების მიზნით ქვეყანაში დამატებით 7 000 ჯარისკაცს განათავსებენ. 

"არ დანებდეთ ტერორს და არ მისცეთ საშუალება, რაიმე გვავნოს". - მიმართა მოსახლეობას საფრანგეთი პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.

მაკრონი ეწვია იმ სკოლასაც, სადაც შემთხვევა მოხდა და დაგმო "ისლამისტური ტერორიზმის ბარბაროსობა" და ფრანგებს თავდასხმების ფონზე გაერთიანებისაკენ მოუწოდა.

13 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე, საფრანგეთის ანტიტერორისტულ საქმეთა პროკურორმა, ჟან-ფრანსუა რიკარმა თქვა, რომ 20 წლის ეჭვმიტანილი, სახელად მუჰამედი ამჟამად დაკავებულია. 

პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი, რომელიც 2003 წელს ინგუშეთის რესპუბლიკაში დაიბადა, საფრანგეთში 2008 წელს მშობლებთან და ოთხ ძმასთან ერთად ჩავიდა.  

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ჟერალდ დარმანინის თქმით, ეჭვგარეშეა კავშირი არასის თავდასხმასა და ისრაელ-ჰამასის კონფლიქტს შორის.

ჟან-ფრანსუა რიკარმა ასევე თქვა, რომ ეჭვმიტანილთან დაკავშირებული რამდენიმე სხვა პირი დააკავეს, თუმცა, მას ეჭვმიტანილის უმცროსი ძმის დაკავების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ დაუდასტურებია. ამასთან, რიკარმა აღნიშნა, რომ ეჭვმიტანილის უფროსი ძმა 2023 წლის აპრილში ტერორიზმთან დაკავშირებული ორი ბრალდებით გაასამართლეს და 5 წლითა და 18 თვით პატიმრობა შეუფარდეს. 

კომენტარები