საქართველო - უკრაინა

ზელენსკი: მჯერა, რომ საქართველო ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას შეძლებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
Ukrainian Presidential Press Office/AP

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ სჯერა, საქართველო ოკუპირებულ ტერიტორიებს გაათავისუფლებს და ამაში, მისი აზრით, საქართველოს უკრაინის წინააღმდეგობა დაეხმარება. მისი თქმით, უკრაინის ომი საქართველოს მომავლის პერსპექტივებს გააუმჯობესებს. 

ზელენსკიმ ამის შესახებ European Pravda-სთან ინტერვიუში ისაუბრა. ზელენსკი უკრაინულ გამოცემას შვედეთიდან, გაერთიანებული საექსპედიციო ძალების წევრი სახელწმიფოების შეხვედრას ესწრებოდა. 

ვოლოდიმირ ზელენსკიმ მეგობრულ სახელმწიფოებს შორის რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, უკრაინა განსაკუთრებით ცდილობს  შავი ზღვის სახელმწიფოებთან ურთიერთობების დაახლოებას და მისი თქმით, ეს კავშირები ამ ომში დიდი მნიშვნელობისაა. 

კომენტარები