დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ნეთანიაჰუ: ჰამასი განადგურდება ისე, როგორც ISIS-ი განადგურდა

პრეზიდენტი ბაიდენი აბსოლუტურად სწორია, როდესაც ჰამასს უაღრესი ბოროტება უწოდა. ჰამასი არის ISIS-ი და როგორც ISIS-ი განადგურდა, ისევე განადგურდება ჰამასიც. ამასთან ერთად, ჰამასს უნდა მოვეპყროთ ისე, როგორც ISIS-ს ვეპყრობოდით. ისინი უნდა მოკვეთილები იყვნენ ერთა საზოგადოებიდან, არცერთი ლიდერი არ უნდა შეხვდეს მათ და არცერთმა ქვეყანამ არ უნდა შეიფაროს. ისინი, ვინც ამას გააკეთებენ, სანქციები უნდა დაუწესდეთ.

ამბობს ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან გამართულ საერთო ბრიფინგზე. ბლინკენი ისრაელში სოლიდარობის ნიშნად დღეს, 12 ოქტომბერს ჩავიდა. 

კომენტარები